1. შესავალი / ინფორმაცია კომპანიის შესახებ
ჩვენი კომპანიის დასახელებაა Aroma Georgia , იურიდიული დასახელება: ი/მ ვახტანგი ბეგლარაშვილი. პ/ნ 01019066527.
ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, განსაზღვრავს ჩვენი სერვისის გამოყენებას და განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიცავთ და გავცემთ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდების გამოყენების შედეგად.
2. შეძენა/ყიდვა
თუ გსურთ შეიძინოთ პროდუქტი ან მომსახურება, რაც ხელმისაწვდომია მომსახურების საშუალებით (”შესყიდვა”), ამისათვის შეიძლება საჭირო გახდეს თქვენი შესყიდვისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის და არა მარტო საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი, თქვენი ბარათის ვადის გასვლის თარიღი, თქვენი რეგისტრაციის მისამართი და მიწოდებისთვის საჭირო ინფორმაცია.
თქვენ წარმოადგენთ და გარანტიას იძლევით, რომ: თქვენ გაქვთ იურიდიული უფლება გამოიყენოთ ნებისმიერი ბარათი(ებ)ი ან გადახდის სხვა მეთოდი(ებ)ი ნებისმიერი შეძენასთან დაკავშირებით; და რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ნამდვილი, სწორი და სრულყოფილი.
გადახდისა და შესყიდვების განხორციელებისათვის, შესაძლოა საჭირო გახდეს ჩვენი მხრიდან მესამე მხარის სერვისის გამოყენება. თქვენი ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ გვაძლევთ უფლებას, რომ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია მესამე მხარეს, რომელიც ექვემდებარება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის მაგრამ არა მარტო: პროდუქტის ან მომსახურების ხელმისაწვდომობა, პროდუქტისა თუ მომსახურების აღწერილობაში ან ფასში შეცდომების არსებობა, შეცდომები თქვენს შეკვეთაში ან სხვა მიზეზები.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა, თაღლითობის ან უნებართვო, ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
3. შეკვეთის გაუქმება /თანხის დაბრუნება/ანაზღაურება
www.aromageo.ge ვალდებულია მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა დააბრუნოს იმ შემთხვევაში თუ:
თანხის გადახდიდან მაქსიმუმ 2 სამუშაო დღის განმავლობაში მომხმარებელს არ მიეწოდა მის მიერ შეძენილი პროდუქტი;
მიწოდებული პროდუქტი არ ემთხვევა შეძენილს;
პროდუქტი დაზიანებულია;
* დაბრუნების პირობები მოქმედებს კურიერის თანდასწრებით აღმოჩენილი დაზიანებების შემთხვევაში.
თუ მომხმარებელმა შეძენის მომენტში შეცდომით მიუთითა სასურველი პროოდუქტი, www.aromageo.ge თანახმაა, გადაცვალოს შეძენილი პროდუქტი იმ შემთხვევაში თუ:
ხელახლა მოთხოვნილი პროდუქტის ფაქტიური ნაშთი ფიქსირდება www.aromageo.ge-ს ონლაინმაღაზიაში.
იმ შემთხვევაში თუ ხელახლა მოთხოვნილი პროდუქტის ფაქტიური ნაშთი არ იძებნება www.aromageo.ge -ის ონლაინმაღაზიაში, მაშინ მომხმარებელს უნარჩუნდება გადახდილი თანხის ლიმიტი და ეძლევა შესაძლებლობა შეიძინოს სხვა სასურველი მოდელის პროდუქცია გადახდილი თანხის ლიმიტის ფარგლებში.
4. შემადგენლობა/კონტენტი
ებისმიერი ვიზუალური და ტექსტური მასალა, რომელი განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე, წარმოადგენს www.aromageo.ge-ის საკუთრებას ან აქვს გამოყენების ნებართვა. თქვენ არ გაქვთ უფლება გაავრცელოთ, შევცვალოთ, გადაუგზავნოთ, გადმოწეროთ, დააკოპიროთ ან გამოიყენოთ აღნიშნული კონტენტი სრულად ან ნაწილობრივ პირადი კომერციული მიზნებისთვის ან წინასწარ წერილობითი ნებართვის მიღების გარეშე.
5. ცვლილებები სერვისში
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები ჩვენს მომსახურებაში, ჩვენი შეხედულებისამებრ. პერიოდულად, ჩვენ შეიძლება შევზღუდოთ წვდომა მომსახურების ზოგიერთი ნაწილზე , მთლიან სერვისზე ან მომხმარებლებზე.
6. დასტური/თანხმობა
ჩვენი სერვისით ან ჩვენს მიერ მოწოდებული სხვა სერვისის გამოყენებით, ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გაეცანით ამ წესებსა და პირობებს და ეთანხმებით მათ.
7. საკონტაქტო ინფორმაცია
ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 511 17 07 07 ან მოგვწერეთ წერილი მისამართზე info@aromageo.ge
8. სამუშაო საათები
ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის ცხელი ხაზის სამუშაო საათებია 10:00 დან 19:00 საათის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა).